იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტი საერთაშორისო კონფერენციის გამარჯვებული გახდა

 4 მაისს, თბილისში, ,,ექსპო ჯორჯიაში“,  სტუდენტური საერთაშორისო  კონფერენცია გაიმართა. კონფერენციის თემა იყო -,,ტურიზმის განვითარების პერსპექტივები საქართველოში“.

   კონფერენციაში მონაწილეობა  წარმატებული აღმოჩნდა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის  სასურსათო ტექნოლოგიების მეორე კურსის სტუდენტისთვის,  გიორგი ღაღაშვილისთვის. მის   მიერ წარდგენილმა თემამ- ,, ყველის ტურიზმი, როგორც სასოფლო ტურიზმის განვითარების წინაპირობა ( კომპანია „ ცივის ყველის“ მაგალითზე)“ მეორე  ადგილი დაიკავა.

    თესაუს სტუდენტს,   სერთიფიკატთან ერთად ,  ტურისტული კომპანიების

( ,,Move Travel",  ,,მცხეთა კრუიზი" ),   გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის და  სასტუმროს -,,Divan Suites Batumi" - ფასიანი საჩუქრები და პრიზები გადაეცა.

  სტუდენტთა  საუკეთესო ნაშრომები  ელექტრონულ ჟურნალში გამოქვეყნდება.  

 კონფერენციის ორგანიზატორები არიან  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და  ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის კვლევებისა და დაგეგმვის სამმართველო.

 
მნახველთა რაოდენობა: 4148
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.