იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ტრენინგი, ,,მედია წიგნიერების პროგრამის“ ფარგლებში

,,ფრონტლაინ ჯორჯია კლუბი“, ამერიკის საელჩოს  ,,მედია წიგნიერების პროგრამის“ ფარგლებში, ახორციელებს ტრენინგების სერიას, რომლის მიზანია ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის შესახებ ცნობიერების გაზრდა. კურსი დეზინფორმაციის ტიპებს და მათი გამოვლენის გზებს განიხილავს.

 აღნიშნული პროექტის ფარგლებში, 20 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  ტრენინგი ჩატარდა.
  ტრენინგი   ორდღიანია და  ქართველი მედია ექსპერტების მიერაა მოდერირებული.

  კურსის გასავლელად,  თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან 12 - 15 სტუდენტი შეირჩევა. მეორე სესიის ბოლოს სტუდენტებს ჩაუტარდებათ ტესტი, რომლის წარმატებით გავლის შემთხვევაში,   გადაეცემათ სერტიფიკატები. 

  როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კურსი  მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებში ყალბი ინფორმაციის ამოცნობის უნარების გაძლიერებას.

 
მნახველთა რაოდენობა: 4558
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.