იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თესაუში

საქართველოს  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის  მინისტრის  მოადგილე თამარ გაბუნიამ, სამინისტროს  სხვა წარმომადგენლებთან ერთად, ადგილობრივ  მედიკოსებთან შეხვედრა 30 მაისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გამართა.

   შეხვედრაზე  საუბარი ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის სახელმწიფო პროგრამას შეეხო, რომელიც  სახელმწიფოს მიერ ყველაზე გავრცელებული ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების მნიშვნელოვან დაფინანსებას ითვალისწინებს.

  პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ფილტვის, ფარისებრი ჯირკვლის  ქრონიკული დაავადებებით, ეპილეფსიით, პარკინსონით, გულ-სისხლძარღვთა, შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ სოციალურად დაუცველ მოქალაქეებს.

  შეხვედრას  საქართველოს  დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, ადგილობრივი ხელისუფლების  და მედიცინის სფეროს წარმომადგენლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4610
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.