იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო ლექცია გარემოსდაცვით საკითხებზე

გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით,   ორგანიზაცია ,,კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითმა ცენტრმა", საქართველოს    გარემოს  დაცვისა  და  სოფლის  მეურნეობის  სამინისტროს წარმომადგენლებთან  ერთად , 4 ივნისს, თესაუში, საჯარო ლექცია გამართა.    

     აქტივობის  მიზანი იყო   უნივერსიტეტის სტუდენტების ინფორმირება,  ტყის  რესურსების დაცვისა და მათი რაციონალური   გამოყენების შესახებ .  

    შეხვედრაზე საუბარი ნიადაგის დეგრადაციის ფორმებს, გაუდაბნოების პრობლემებს, ქარსაცავი ზოლების მართვის პოლიტიკას, კლიმატის ცვილებებს და სხვა საკითხებს შეეხო. სტუმრებმა  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინიტროს მიერ, ამ მიმართულებით, გადადგმულ ნაბიჯებსა და საკანონმდებლო ინიციატივებზე ისაუბრეს.

     ლექციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე სასწავლო დარგში, ალექსანდრე მოსიაშვილი, უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4885
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.