იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს თურქული ენის შემსწავლელი ჯგუფის შეხვედრები ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტს შორის  გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, რომელიც თესაუს სტუდენტებისა და თანამშრომლებისთვის თურქული ენის შესწავლას ითვალისწინებს, 5 ივნისს მოეწყო ექსკურსია, ქუთაისი-ბათუმის მიმართულებით.  ჯგუფს თურქული ენის შესწავლის კოორდინატორი ია შიუკაშვილი ხელმძღვანელობდა.

    თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ქართული ისტორიული ძეგლების მონახულებასთან ერთად, ქუთაისის და ბათუმის უნივერსიტეტების პროფესორებთან საქმიანი შეხვედრები გამართეს, რომელიც ქართულ-თურქული ურთიერთობის ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო.

   თესაუს თურქული ენის შემსწავლელმა  ჯგუფმა, რომელთა შორის ბიბლიოთეკის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ, აკაკი წერეთლის  სახელობის ქუთაისის უნივერსიტეტის განახლებული ბიბლიოთეკა და შოთა რუსთაველის ბათუმის უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა მოინახულეს. საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა ერთმანეთს,  საჩუქრად, წიგნები და შრომათა კრებულები გადასცეს.

    თურქული ენის შემსწავლელი კურსები იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2008 წლიდან ფუნქციონირებს.  

 
მნახველთა რაოდენობა: 4571
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.