იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორი მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმზე

9-11 ივლისს, ტუშას უნივერსიტეტში (ქალაქი ვიტერბო, იტალია), მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმი- „მცენარეების ბაქტერიული დაავადებების ბიოლოგიური კონტროლი 2019“-ჩატარდა.  

  სიმპოზიუმზე, სადაც  მსოფლიოს ხუთივე კონტინენტის  44 ქვეყნის 240 მეცნიერი იყო წარმოდგენილი,  საქართველოდან მხოლოდ იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი მაგდა დავითაშვილი, სასტენდო მოხსენებით, მონაწილეობდა.

 სიმპოზიუმზე მეცნიერებმა  თესაუს პროფესორის მაგდა დავითაშვილის სამეცნიერო კვლევის მიმართ ინტერესი გამოხატეს და   დისკუსია გამართეს. დაისახა სამომავლო ურთიერთობის გეგმებიც.  

  მე-4 საერთაშორისო სიმპოზიუმის ორგანიზატორმა, პროფესორმა ჯორჯო ბალესტრამ,  მაგდა დავითაშვილი, საერთაშორისო სიმპოზიუმზე მონაწილეობის მისაღებად, გასულ წელს, ,,ერასმუს“+ გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, ტუშას უნივერსიტეტში   ჩატარებული ლექციების შემდეგ მიიწვია. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4940
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.