იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს წარმომადგენლებმა აგვისტოს ომში დაღუპულებს პატივი მიაგეს

     2008  წლის  რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ  გმირებს  პატივი  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა  მიაგეს.

    თელავის   სახელმწიფო უნივერსიტეტის  ადმინისტრაციამ და პროფესორ-მასწავლებლებმა  საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

    რუსეთ-საქართველოს ომი 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო, როდესაც რუსეთის რეგულარულმა  არმიამ საქართველოს საზღვარი გადმოლახა. ოფიციალური ინფორმაციით,  აგვისტოს ომის დროს დაღუპულია შეიარაღებული ძალების  168 სამხედრო მოსამსახურე,  პოლიციის  16 თანამშრომელი და   188  მშვიდობიანი მოქალაქე. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4625
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.