იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,კახეთის რეგიონის რელიქტური ტყეები“-საჯარო ლექცია თესაუში

  ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“-ის ფარგლებში,    26 სექტემბერს,  იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საჯარო  ლექცია-,,კახეთის რეგიონის რელიქტური ტყეები“-ჩატარდა.

     ლექციაზე საუბარი  ტყეების წარმოშობის ისტორიას, განვითარებას , ბუნებრივ  პრობლემებს და მომავლის პერსპექტივებს შეეხო.

    შეხვედრას თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

     ღონისძიების ორგანიზატორები არიან: თესაუს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, მაგდა დავითაშვილი და ,,კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის“  კახეთის რეგიონის კოორდინატორი, უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, კახაბერ სუხიტაშვილი.

        ,,მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალი - 2019“-ის  მიზანი სამეცნიერო კვლევების და ინოვაციების პოპულარიზაცია  და საზოგადოებისთვის  გაცნობაა.

 
მნახველთა რაოდენობა: 5006
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.