იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საქართველო EURAXESS-ის 41-ე წევრი გახდა

საქართველო  ევროკავშირის მეცნიერებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისი  ორგანიზაციის- EURAXESS-ის - 41-ე წევრი  გახდა. 

   ქართული მეცნიერებისთვის ამ მნიშვნელოვან მოვლენასთან დაკავშირებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა  და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერიტეტში  იმყოფებოდნენ.

      როგორც უნივერსიტეტის  აკადემიურ პერსონალთან  გამართულ შეხვედრაზე აღინიშნა,  EURAXESS-ის წევრობა  არის რეალური შესაძლებლობა საქართველოს მეცნიერებისთვის და ყველა სამეცნიერო  ინსტიტუციისთვის, ისარგებლონ ისეთი ბენეფიტებით და პრივილეგიებით, როგორიცაა   პირდაპირი წვდომა  ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ გამოცხადებულ კონკურსებზე, მრავალმილიარდიან გრანტებზე,  15.000-ზე მეტ ორგანიზაციასთან, უნივერსიტეტთან, ბიზნესის სექტორის წარმომადგენელთან და  25.000-ზე მეტ მკვლევართან, მსოფლიოს მასშტაბით. 

     შეხვედრას  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ირმა შიოშვილი,  კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი და უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 4429
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.