იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ბრიტანელი პროფესორების ტრენინგი თესაუში

დიდი ბრიტანეთის კენტერბერის ქრისტიანული ეკლესიის უნივერსიტეტის  პროფესორებმა, ალან ბაინბრიჯმა  და ლინდენ ვესთ- კენტერბერმა  22 ნოემბერს, იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თესაუს პროფესორებისთვის ტრენინგი გამართეს.  

    შეხვედრა   ,,ერასმუს +“-ის   პროექტის -,,CURE” ,,სამოქალაქო  განათლება  და  მასწავლებელთა მომზადება,“  - ფარგლებში ჩატარდა.

   სამწლიანი პროექტის -,,განათლებისა და დემოკრატიის პრინციპების ხელშეწყობისათვის მასწავლებელთა მომზადების პროგრამებში ისრაელსა და საქართველოში“(CURE),  მიზნების შესახებ პროექტის კოორდინატორმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა   შორენა მაღლაკელიძემ ისაუბრა.

    პროექტი მიზნად ისახავს მასწავლებლის იმ პედაგოგიური ცოდნისა და სტრატეგიების  მიხედვით მომზადებას, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეებში და ზოგადად, სასკოლო საზოგადოებაში  დემოკრატიული მოქალაქეობის პრინციპების, მათ შორის, დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების განვითარებას.   

 
მნახველთა რაოდენობა: 4239
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'