იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
დათო ტურაშვილის ახალი წიგნის პრეზენტაცია თესაუ-ში

ცნობილმა ქართველმა  მწერალმა,დათოტურაშვილმა,  17 მარტს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი წიგნის- „სხვა ამსტერდამი“ -პრეზენტაცია გამართა. 

   დათო ტურაშვილი სტუდენტებს საკუთარი წიგნების: ,,ამერიკული ზღაპრები“, ,,იყო და არა ოყო რა“, ,,ტიბეტი არ არის შორს“, ,,ჯინსების თაობა“, ,,ტყეების მეფე“,-შესახებ ესაუბრა. მწერალმა ყურადღება ლიტერატურის, ქართული მწერლობის და წიგნების კითხვის მნიშვნელობაზე გაამახვილა,   შეხვედრის შემდეგ  კი სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა.

     მწერლის ახალი წიგნის-,,სხვა ამსტერდამი“-შეძენა   უნივერსიტეტში ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

    წიგნის პრეზენტაციის შემდეგ იაკობ გოგებაშვილის სახელობის  თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ  დათო ტურაშვილს სამსახსოვრო საჩუქრები გადასცა.

       შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონის განვითარების ცენტრის" ორგანიზებით გაიმართა. ,,ღონისძიება  პროექტის- „ახალგაზრდები განვითარებისთვის“-ფარგლებში ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 4213
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'