იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს სტუდენტები საქართველოს პარლამენტში დისტანციურ სტაჟირებას გაივლიან

პროექტი  „დისტანციური სტაჟირება პარლამენტში“, რომლის ანალოგიც მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ არსებობს, 15 იანვარს  თესაუს სტუდენტებს და აკადემიურ პერსონალს  საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა  გივი მიქანაძემ  გააცნო.

     პრეზენტაციაზე დამსწრე საზოგადოებას  პარლამენტში დისტანციური სტაჟირების შესახებ  ,,გაეროს განვითარების პროგრამის“ მხარდაჭერით მომზადებული ვიდეორგოლი  უჩვენეს. პარლამენტის სასწავლო ცენტრის წარმომადგენელმა კი,  სტაჟირების ფარგლებში დაგეგმილი ორკვირიანი დისტანციური სწავლების მოდულების შესახებ  დეტალურად ისაუბრა. 

    ინოვაციური პროექტი  საქართველოს პარლამენტში 2020 წლიდან ინერგება და  ბაკალავრის ხარისხის დიპლომის მქონე საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ან  ბაკალავრიატის დამამთავრებელი სემესტრის სტუდენტს შესაძლებლობას აძლევს, კონკურსის გავლის საფუძველზე,  პარლამენტის სტაჟირების  ექვსთვიან პროგრამაში ჩაერთოს.  სტაჟირების  ძირითადი ნაწილი მენტორსა და სტაჟიორს შორის დისტანციურად განხორციელდება

     შეხვედრის დასასრულს  საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსმა  გივი მიქანაძემ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს ირმა შიოშვილს, უნივერსიტეტის  80 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 7480
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.