იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
კახეთის სააღსრულებო ბიუროს დასაქმების ფორუმი თესაუში

 კახეთის სააღსრულებო ბიუროს  წარმომადგენელმა, ლაშა მოძღვრიშვილმა,  21 და 27  თებერვალს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში,  სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის  საჯარო მმართველობის და სამართლის სპეციალობების სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრები  გამართა.

   შეხვედრებზე  საუბარი სამსახურის ფუნქციებს, შიდა სტრუქტურას, სპეციფიკას, დასაქმების  სქემას და სხვა საკითხებს შეეხო.

   როგორც  კახეთის სააღსრულებო ბიუროს  წარმომადგენელმა აღნიშნა, ბიუროს დასაქმების პოლიტიკა ორიენტირებულია პროფესიონალიზმზე, თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნაზე, პასუხისმგებლობასა  და ზოგად უნარებზე, მათ შორის, კომუნიკაციის სწორად წარმართვის ხელოვნებაზე.

    დასაქმებამდე მსურველები გაივლიან 6 თვიან სტაჟირებას და გასაუბრებას, რის შედეგად გამოვლენილ წარჩინებულ სტუდენტებს ბიუროში მუშაობის შესაძლებლობა, შემდგომი წინსვლის პერსპექტივით,  მიეცემათ.


 
მნახველთა რაოდენობა: 6531
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.