იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ს კიდევ ერთი აკრედიტებული პროგრამა შეემატა

     მიმდინარე წლის 18 მარტს განათლების, ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა თესაუ-ს მიერ წარდგენილ მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას აკრედიტაცია მიანიჭა. პროგრამის მოცულობა 60 კრედიტია. კურსდამთავრებულს მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი მიეცემა და არჩეული მიმართულების შესაბამისად, მასწავლებლობის უფლება ექნება.
    მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის შესაძლებლობა ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ან შესაბამისი სასპორტო პროფესიული განათლების მქონე პირს აქვს. 
  კურსდამთავრებულს ექნება სათანდო კვალიფიკაცია იმისათვის, რომ ასწავლოს საბაზო/საშუალო საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის (საათობრივი ბადის) მიხედვით პროგრამით განსაზღვრული საგნებიდან ერთ-ერთი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ინგლისური ენა, გერმანული ენა, ფიზიკა, გეოგრაფია, ისტორია, ქიმია, ბიოლოგია, სპორტი, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, 
   პროგრამაზე ჩარიცხვა მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საშუალებით და სრულად დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6096
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'