იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ფსიქოლოგ ლევან ზარდალიშვილის საჯარო ლექცია თესაუ-ში

  ცნობილმა ქართველმა ფსიქოლოგმა, ლევან ზარდალიშვილმა,    25 მარტს  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექცია თემაზე-,,ეფექტური კომუნიკაცია“-გამართა.

   ფსიქოლოგმა კომუნიკაციის ვერბალურ და არავერბალურ ფორმებზე ისაუბრა, რაც ურთიერთობის პროცესში, ინფორმაციის გადაცემის  დროს ვლინდება.

   ლევან ზარდალიშვილი 2009 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ( GIPA).  ამ დრომდე, 15 წლის განმავლობაში, ის მოღვაწეობდა ჩეხეთში, პრაღაში, სადაც კითხულობდა ლექციებს და ეწეოდა კერძო პრაქტიკას. საქართველოში დაბრუნების შემდეგ,  ლევან ზარდალიშვილმა დააფუძნა ფსიქოთერაპიისა და ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის ცენტრი.

   შეხვედრა, რომელსაც უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები  და  საჯარო სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ, არასამთავრობო ირგანიზაცია ,,რეგიონის განვითარების ცენტრის“ ორგანიზებით, პროექტის-,,ახალგაზრდები განვითარებისთვის“-ფარგლებში, გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 6175
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.