იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
მე-4 საჯარო სკოლის კონფერენცია თესაუ-ში

     25 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის მე-4 საჯარო სკოლის კონფერენცია გაიმართა.

    სკოლის ,,ახალგაზრდა აღმომოჩენთა კლუბის წევრებმა“ პროექტის-,,ჯაჭვური რეაქციები“-პრეზენტაცია გამართეს.  გუნდმა საზოგადოებას 2 მოდული: ,,გამოვკვებოთ მსოფლიო“ და ,,თვალი თვალს რომ მოშორდება, გული გადასხვაფერდება“ წარუდგინა.  ამ პროექტებიდან  ერთი-ერთი საერთაშორისო  კონფერენციის გამარჯვებული გადახდა, რომელიც ევროკავშირის მე-7 ჩარჩო პროექტის ფარგლებში ხორციელდება.    

    აღნიშნული პროექტის ფარგლებში, მე-4  საჯარო სკოლამ  იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტთან აქტიურად ითანამშრომლა. ,,ახალგაზრდა აღმომოჩენთა კლუბის წევრებმა“, აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანთან, მანანა კევლიშვილთან და ფაკულტეტის სხვა თანამშრომლებთან ერთად, თესაუ-ს ლაბორატორიაში ნიადაგის ქიმიური და მექანიკური კვლევები ჩაატარეს. მოსწავლეებმა  გულგულის, ვარდისუბნის, კისისხევის ნიადაგები შეისწავლეს და  ნაგავსაყრელის მოწყობისთვის ხელსაყრელ ადგილად  კისისხევის ტერიტორია შეარჩიეს.

     მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, გამარჯვებული პროექტით,  საქართველოს სახელით  საერთაშორისო კონფერენციაზე წარსდგებიან, რომელიც ბულგარეთში გაიმართება.

    პროექტის პრეზენტაციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორ-მასწავლებლები, მე-4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და თვითმმართველი ქალაქ თელავის მერი დაესწრნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 6647
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'