იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პროფესიული მოდულური პროგრამების მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა

  28 მარტს იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესიული მოდულური პროგრამების დანერგვის და  მხარდაჭერის მიზნით შექმნილმა  სამუშაო ჯგუფმა შეხვედრა გამართა.

     საუბარი შეეხო გარემონიტორინგის  ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც თესაუ-ში, სავარაუდოდ, მაისის თვეში გაიმართება.

   ჯგუფის წევრები,  აღნიშნული  პროექტის ფარგლებში, ჩასატარებელი  შიდა სამუშაოების შემოწმების და შეფასების  მიზნით,  მოდულურ საგანმანათლებლო პროგრამებში ჩართულ მასწავლებლებს შეხვდნენ.

     მოდულური საგანმანათლებლო პროგრამები, რომელიც სამ პროგრამას (ბაგა-ბაღის აღმზრდელი პედაგოგი, თექის ოსტატი და დეკორატიულ-გამოყენებითი ქსოვილების სპეციალისტი) აერთიანებს, თელავის სახელმწიფო  უნივერსიტეტში 2015 წლის შემოდგომიდან ფუნქციონირებს. 

 
მნახველთა რაოდენობა: 4190
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'