იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უნივერსიტეტის რექტორმა ,,სტუდენტის საათი“ დააწესა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ,,სტუდენტის საათი“ დააწესა

,,სტუდენტის საათის“ ფარგლებში, უნივერსიტეტის ყველა სტუდენტი რექტორთან შეხვედრასა და საკუთარ პრობლემებზე ამომწურავად საუბარს შეძლებს. 
„სტუდენტის მოსმენას ყოველთვის ვახერხებთ, თუმცა მინდა, მათთან უფრო მჭიდრო ურთიერთობა მქონდეს“,_ აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა.
კვირის განმავლობაში ორჯერ, სამშაბათსა და პარასკევს, დღის 12-დან 14 საათამდე, უნივერსიტეტის რექტორი სამუშაო კაბინეტში მხოლოდ სტუდენტებს შეხვდება. შეხვედრებს, საჭიროების მიხედვით, სასწავლებლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური,შესაბამისი ფაკულტეტის დეკანი და ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაესწრებიან.
სტუდენტის საათით სარგებლობა 10 ნოემბრიდან იქნება შესაძლებელი.

 
მნახველთა რაოდენობა: 7901
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.