იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
,,წიგნების თაროს” მე-8 სტუდენტური სეზონი

,,წიგნების თაროს”  მე-8 სტუდენტური სეზონისთვის რეგისტრაცია დაიწყო. პროექტში მონაწილეობის მსურველმა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებმა უნდა გაიარონ შემდეგი ეტაპები:

  1. შექმნან სამი სტუდენტისგან შემდგარი გუნდი, შეავსონ აპლიკაცია საიტზე www.registracia.wignebistaro.ge და დარეგისტრირდნენ;

   2. დარეგისტრირებულ გუნდებთან მოეწყობა გასაუბრება, რის  შედეგადაც ,,წიგნების თაროს” შემოქმედებითი ჯგუფი  გადაცემაში მონაწილე 16 გუნდს გამოავლენს;

    თითოეული უმაღლესი სასწავლებლიდან გადაცემაში მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდული არ არის.

      გუნდი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

   1. გუნდის თითოეული წევრი 2021-2022 სასწავლო წელს უნდა იყოს ბაკალავრიატის სტუდენტი;

   2. გუნდის სამივე წევრი უნდა იყოს ერთი და იმავე უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტი;

  3. გუნდის რომელიმე წევრი არ უნდა იყოს „წიგნების თაროს“ წინა სეზონების გამარჯვებული.

   თუ სტუდენტურ სეზონში მონაწილეობის მსურველ სტუდენტს უნივერსიტეტში თანაგუნდელების მოძებნა გაუჭირდება, ჩვენი შემოქმედებითი გუნდი დაეხმარება თანაუნივერსიტეტელების მოძებნაში, რომელთაც ასევე სურთ მონაწილეობის მიღება წიგნების თაროში.  ამისათვის  მან უნდა შეავსოს განაცხადი საიტზე: https://teamder.wignebistaro.ge/   

  რეგისტრაციის დასრულების თარიღი - 30.01.2022

,,წიგნების თარო“ პროექტის მონაწილეებს წიგნებს და სხვადასხვა საჩუქარს გადასცემს, გამარჯვებული გუნდის სამივე მონაწილე კი, დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო სკოლაში გაემგზავრება.

   ,,წიგნების თარო” ახალგაზრდული შოუა, რომლის თემატიკას, ლიტერატურასთან ერთად, სხვადასხვა შემეცნებითი სფერო წარმოადგენს. 

        თამაში 3 ეტაპისგან შედგება:

   პირველ ეტაპზე გუნდები ლიტერატურულ რაუნდებს თამაშობენ. კითხვის დასმისთანავე გაცემული თითოეული სწორი პასუხი 3 ქულით ფასდება, დამატებითი დროის განმავლობაში გამოცნობის შემთხვევაში - 2 ქულით, ხოლო თუ ამის შემდეგ წამყვანის მინიშნება გახდა საჭირო, პასუხის გასაცემად, სწორი პასუხი 1 ქულით შეფასდება;

  მეორე, ქართული ეტაპი შედგება სამი რაუნდისგან (ისტორია, გეოგრაფია, კულტურა), რომელსაც გუნდის სამივე წევრი თამაშობს. თითოეული რაუნდის სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით;

   მესამე ეტაპი სამი რაუნდისგან შედგება, სადაც მოთამაშეები ინდივიდუალურად ეჯიბრებიან ერთმანეთს ხელოვნებაში, მეცნიერებასა და სპორტში. კითხვის დასმისთანავე გაცემული სწორი პასუხი ფასდება 2 ქულით, დამატებითი დრო და წამყვანის მინიშნება ამ ეტაპზე არ მოქმედებს;

  მეოთხე ეტაპით თამაშს ასრულებს ბლიც-ტური . ბლიცში მხოლოდ ერთი მოსწავლე მონაწილეობს, რომელსაც გუნდი თავად ირჩევს. მისი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტ კითხვას უპასუხოს ერთი წუთის განმავლობაში. თითოეული სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით.

 გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ჯამურად მეტ ქულას დააგროვებს.

საკონტაქტო პირი - ანი თანდიაშვილი (ტელ. 555 38 75 92).

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2855
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.