იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში UNICEF-ის მხარდაჭერით საჯარო სკოლებისათვის ტრენინგები დაიწყო

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში თელავის საჯარო სკოლების მოსწავლეები ტრენინგებს გაივლიან.

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) დახმარებით განსახორციელებელი პროექტის მიზანი, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბავშვის უფლებათა ცენტრის, ცოდნის ცენტრად დაფუძნებაა.

ტრენინგი, რომელიც "ინკლუზიური და ბავშვის უფლებებზე ორიენტირებული ცოდნის, დამოკიდებულებების და პრაქტიკის დასანერგად“ პროგრამის ფარგლებში ტარდება, შემდეგ მიმართულებებს ითვალისწინებს: 1)პროექტის მართვა; 2)პრაქტიკული ინგლისური; 3)დემოკრატია; 4)მოქალაქეობა, ადამიანის უფლებები და ბავშვის უფლებები, რომელიც ონლაინში წარიმართება; 5)მეწარმეობა; 6)ევროკავშირი და საქართველო საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიები, რომელიც ასევე ონლაინში ჩატარდება. 7)ლიდერობა და კომუნიკაცია.

ტრენინგებს უნივერსიტეტის გამოცდილ ტრენერთა ჯგუფი უძღვება.

ონლაინ ტრენინგები თიმსის პლატფორმის გამოყენებით და ხოლო დანარჩენი ხუთი, პირისპირ, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში გახსნილ ბავშვის უფლებათა ცოდნის ცენტრში ჩატარდება.

ტრენინგების გავლის შემდეგ მონაწილეებს შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცემათ.

 
მნახველთა რაოდენობა: 3946
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.