იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუში ,,იდეატორთა კლუბის“ შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა

14 ივნისსთელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში, „იდეატორთა  კლუბის“ პროექტების შეჯამება და დაჯილდოება გაიმართა.

,,იდეატორთა კლუბიმოიცავს კლასგარეშე აქტივობებს, რომლებიც ხორციელდება სკოლების ბაზაზე, დაწყებითი საფეხურის მე-4-მე-6 კლასის მოსწავლეებთან და  მიმართულია მოსწავლეთათვის  კრიტიკული აზროვნების,    ეფექტური კომუნიკაციის, გუნდური მუშაობის და პრობლემების კრეატიულად გადაწყვეტის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბება-განვითარებაზე.  კლუბის მუშაობის ძირითადი ფორმატი არის გუნდური პროექტების განხორციელება: სტუდენტების მხარდაჭერით მოსწავლეები ერთად შეარჩევენ სხვადასხვა საკითხებს, პრობლემებს და აქტიური ურთიერთთანამშრომლობით ეძიებენ მათი გადაჭრის გზებს.   

კახეთის რეგიონში USAID საბაზისო განათლების პროგრამის ფარგლებში აღნიშნული აქტივობების განხორციელების   მიზნით შეირჩა თელავის 1, მე-4, მე-5 და მე-7 და გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლები. აქტივობები ხორციელდებოდა  2021 წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მაისის ჩათვლით.  პროცესს ხელმძღვანელობდნენ დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის 10 სტუდენტი, ხოლო კოორდინირებას უწევდნენ USAID საბაზისო განათლების პროგრამის  თესაუს გუნდის 5 ტრენერი. 

შეჯამება-დაჯილდოების პროცესს ესწრებოდნენ კახეთის რეგიონის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, საჯარო სკოლების დირექტორები, მოსწავლეები,  თესაუს წარმომადგენლები, USAID საბაზისო განათლების პროგრამის  თესაუს გუნდის  წევრები.

მოსწავლეების მიერ  წარმოდგენილი ყველა ნაშრომი იყო საინტერესო, თემატიკა კი, მრავალფეროვანი: „გაიცანი ჩემი ქალაქის ისტორია - იმოგზაურე თელავში“, ,,ტექნოლოგიების გამოყენება“,  ,,მარტო ტყეში“, ,,დავეხმაროთ დედამიწას და დავიცვათ ბუნება“, ,,თიხის  დამუშავების ტრადიცია და თანამედროვეობა“. ჟიურიმ გამოავლინა მათგან გამორჩული - ყველაზე კრეატიული და საინტერესო. გამარჯვება წილად ხვდა სსიპ-გურამ ჭილაშვილის სახელობის ქალაქ გურჯაანის #4 საჯარო სკოლის გუნდს წარმოდგენილი პროექტით: ,,მარტო ტყეში“. ტრენერი: ირმა იაკობიშვილი, სტუდენტები: ნონა სონღულაშვილი, ნინო ქიტესაშვილი,  სკოლის დირექტორი: ნინო ნონეშვილი.      

იდეატორთა კლუბის ყველა მონაწილე მოსწავლეს გადაეცათ სამახსოვრო საჩუქრები და  სერტიფიკატები. 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 3126
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.