იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XXIV-(მე-80) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა
6 ივლისს, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, პროფესორ-მასწავლებელთა და დოქტორანტთა XXIV-(მე-80) სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. მონაწილეებს უნივერსიტეტის რექტორი, პროფ. ირმა შიოშვილი მიესლამა და კოლეგებს სამეცნიერო კონფერენციის გახსნა მიულოცა. მან თითოეულ მონაწილეს და განსაკუთრებით, რექტორის მოადგილეს სამეცნიერო დარგში, პროფ. ნუნუ გელდიაშვილს,
მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
კონფერენციის მუშაობა სექციების მიხედვით წარიმართა. სულ მუშაობდა ცხრა _ქართული ლიტერატურის, ისტორიის, ეკონომიკის, ბიზნესისა და ტურიზმის, განათლების მეცნიერებათა, ენათმეცნიერების, უცხო ენების, აგრარულ მეცნიერებათა, საბუნებისმეტყველო და ინფორმაციული ტექნოლოგიების და ფილოსოფიისა და სოციალურ მეცნიერებათა სექცია.
დასასრულს, კონფერენცია სექციების ხელმძღვანელებმა შეაჯამეს და წარმატებულად შეაფასებს.
 
მნახველთა რაოდენობა: 2420
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.