იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის, კესო სახიაშვილის საკონკურსო ნამუშევარი, ელისაბედ ორბელიანის სახელობის კონკურსის_ „ქართული სტუდენტური თარგმნი“_ საუკეთესო ათეულში გავიდა.
სიგელები და საჩუქრები პრეზიდენმა, ქ-მა სალომე ზურაბიშვილმა, სტუდენტებს 8 ივლისს, ორბელიანების სასახლეში გადასცა და მათ წინსვლა და სამომავლო წარმატებები უსურვა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებლისა და პირველი ლექტორი ქალის, ქველმოქმედის, პოეტისა და მთარგმნელის, ორბელიანების სასახლის დიასახლისის, ელისაბედ ორბელიანის სახელობის ჯილდო, ახალგაზრდებს შორის მთარგმნელობითი საქმიანობის პოპულარიზებასა და შემოქმედებითი ინიციატივის წახალისებას ემსახურება.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კონკურსი გასული წლის დეკემბერში გამოაცხადა და რამდენიმე ეტაპის გავლის შემდეგ, საუკეთესო თარგმანები პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა გამოავლინა.
 
მნახველთა რაოდენობა: 2158
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.