იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ვიზიტი თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში
29 ივლისს, კახეთის რეგიონში ვიზიტის ფარგლებში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი ესტუმრა. შეხვედრაზე განხილულ იქნა „1+4“ და დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების მნიშვნელობა და მასთან დაკავშირებულ გამოწვევები.
განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ გიორგი ამილახვარმა პროფესორ- მასწავლებლებს და პროგრამის განმახორციელებელ პერსონალს სთხოვა ღიად ესაუბრათ ნებისმიერი სახის გამოწვევაზე და ემსჯელათ მათი გადაჭრის გზებზე. განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებთან ერთად, შეხვედრას ესწრებოდა თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი.
გამოკვეთილი თემების განხილვაში აქტიურად მონაწილეობდნენ აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებიც.
დასასრულს, უნივერსიტეტის რექტორმა, პროფ. ირმა შიოშვილმა, მადლობა გადაუხადა სტუმრებს და დასძინა, რომ საკითხის მოკვლევა უშუალოდ, ამ შემთხვევაში, პროგრამებში ჩართულ პერსონალთან, ყოველთვის უფრო ნაყოფიერი და შედეგიანია.
 
მნახველთა რაოდენობა: 2349
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.