იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
სტუდენტთა საერთაშორისო დღეს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა მინი-სპექტაკლი გამართეს

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტთა საერთაშორისო დღე სახელოვნებო ჯგუფის სტუდენტებმა მინი-სპექტაკლით აღნიშნეს. ახალგაზრდებმა ნიკოლოზ ბარათაშვილის პოემიდან - “ბედი ქართლისა” სცენები გაითამაშეს და პოემაში აღწერილი ეპოქის ინსცენირება მოახდინეს. სტუდენტთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების ორგანიზება თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის კულტურის სამსახურმა და სტუდენტურმა თვითმმართველობამ განახორციელა. სახელოვნებო ჯგუფის მინი- სპექტაკლში მონაწილე სტუდენტები, გიგა არაბული, გენადი ხვიჩავა, ელენე ცისკარიშვილი და სალომე ღვედაშვილი სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 1520
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.