იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუ-ში განათლების საერთაშორისო ცენტრის სასტიპენდიო პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა

8 დეკემბერს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს განათლების საერთაშორისო ცენტრის წარმომადგენლები ეწვივნენ. ცენტრის აკადემიური პროგრამებისა და საერთაშორისო პროექტების სამსახურის წარმომადგენლებმა: ნინო სულავამ და მაია ასათიანმა, სტუდენტებს არსებული სასტიპენდიო პროგრამების შესახებ  ინფორმაცია მიაწოდეს. მათ დამსწრე საზოგადოებას თითოეული სასტიპენდიო პროგრამის მიზნები, საკონკურსო პროცედურები და პირობები დეტალურად გააცნეს.

 საკონსულტაციო შეხვედრას უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტები და აკადემიური პერსონალი დაესწრო

განსაკუთრებულად გაესვა ხაზი  Stipendium hungaricum _ უნგრეთში სასტიპენდიო პროგრამას, რომლის ფარგლებშიც განაცხადების მიღება / 15 ნოემბერს დაიწყო და 16 იანვრამდე გაგრძელდება.

შეხვედრამ სტუდენტთა დიდი ინტერესი გამოიწვია და  კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ჩვენ მივიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სასტიპენდიო პროგრამებში რეგიონული უნივერსიტეტების სტუდენტთა მონაწილეობის შესახებ, რომელიც ჩვენს სტუდენტებს საშუალებას აძლევს აღნიშნული პროგრამების ფარგლებში, როგორც სახელმწიფო, ასევე საერთაშორისო დაფინანსებით, შეძლონ საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელება“, _ აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა ირმა შიოშვილმა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 2725
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.