იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თესაუს პროფესორების მონაწილეობით Erasmus + ფარგლებში შეხვედრა ჩატარდა

თბილისში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში Erasmus+ პროექტის ფარგლებში დაფინანსებული საერთაშორისო პროექტის ESTA- ფარგლებში შეხვედრა გაიმართა. იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებმა, ნინო მოდებაძემ, თამარ მიქელაძემ და ნათელა ბაღათრიშვილმა, კონსორციუმის დანარჩენ წევრებს, წლების მანძილზე, პროექტის ფარგლებში თესაუში ჩატარებული აქტივობების, ტრენინგებისა და სამუშაო შეხვედრების ამსახველი მასალები გააცნეს.

18 იანვარს პროექტის კონსორციუმის წევრები თესაუ- ეწვივნენ და ,,ESTA“ - ლაბორატორია დაათვალიერეს. შეხვედრაზე, თელავისა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  წარმომადგენლების გარდა, კონსორციუმის სხვა წევრები, გერმანიის, ირლანდიის, ბოსნია ჰერცოგოვინის, ფილიპინების სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. პროექტი მესამე წელია განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე მიმდინარეობს. პროექტის დაფინანსებით, პირველად განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიაში, შეიქმნა მულტიმედია ბუნებისმეტყველების ლაბორატორია, რომელიც მოქმედ და მომავალ პედაგოგებს ბუნებისმეტყველების სწავლებაში ეხმარება.

კონსორციუმის წევრები სამომავლო თანამშრომლობაზეც შეთანხმდნენ. შეხვედრა 15 - დან 19 იანვრამდე გრძელდებოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 3628
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.