იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
საჯარო სკოლების მოსწავლეები თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

ყვარლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაათვალიერეს. საუნივერსიტეტო ცხოვრებას სოფელ ახალსოფლის თემში შემავალი ხუთი სოფლის საჯარო სკოლის, 50-ზე მეტი მოსწავლე გაეცნო.

საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ნინო კახაშვილმა, სკოლების წარმომადგენლებს უნივერსიტეტის ისტორია, აკადემიური სიახლეები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო და საზღვარგარეთის წამყვანი ქვეყნების უნივერსიტეტებში გაცვლით პროგრამებზე ინფორმაცია მიაწოდა. სხვადასხვა ასაკის მოსწავლეებმა, უნივერსიტეტის ხუთი ფაკულტეტის მიღწევების შესახებ უახლესი ინფორმაციაც მოისმინეს, განახლებული ინფრასტრუქტურა და კაბინეტ- ლაბორატორიები დაათვალიერეს. უნივერსიტეტის დათვალიერებისა და საგანმანათლებლო პროგრამების გაცნობის ინიციატივა, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლას ეკუთვნოდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1136
 
 
 
 
2024 აპრილი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-4-31'