იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ლაგოდეხის საჯარო სკოლის მოსწავლეები თესაუში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ აფენის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს. საჯარო სკოლის სხავადასხვა კლასების მოსწავლეებს, უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუა მიესალმა. ,,თქვენ ის თაობა ხართ, რომლებმაც ქვეყანა უნდა ჩაიბარო და ამის მყარი საფუძველი ხარისხიანმა განათლებამ უნდა შეგიქმნათ. ჩვენ მზად ვართ, გემსახუროთ ამ გზაზე, ვიყოთ თქვენი ხიდი და ყველაფერი გავაკეთოთ ახალგაზრდობის ღირსეული მომავლისათვის"- განაცხადა ჭკადუამ.

 მოსწავლეებმა უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტიდან მიიღეს ინფორმაცია სასწავლო პროგრამების შესახებ, დაათვალიერეს კაბინეტ-ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, დაესწრნენ პრეზენტაციას საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების შესახებ და მოისმინეს ლექცია გეოგრაფიაში, რომელიც ასოცირებულმა პროფესორმა, ნანა ბერძენიშვილმა ჩაატარა.

საჯარო სკოლის უნივერსიტეტში სტუმრობის ინიციატივა თავად სკოლის პედაგოგებს ეკუთვნოდათ. 

 
მნახველთა რაოდენობა: 1322
 
 
 
 
2024 ივნისი
mysqli_query errorIncorrect DATETIME value: '2024-6-31'