იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი იაპონელ ქართველოლოგს შეხვდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტოკიოს უნივერსიტეტის  ქართველოლოგ პროფესორთან ითანამშრომლებს. თანამშრომლობის პერსპექტივებზე, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ადუამ და იაპონელმა პროფესორმა, ქართველოლოგმა და ირანისტმა, ჰიროტაკე მაედამ პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს.

იაპონელმა მკვლევარმა უნივერსიტეტის რექტორს, ის ახალი მასალები გააცნო, რომლებიც მან, ირანში სეფიანთა დინასტიის მმართველობის ეპოქის შესწავლის პროცესში, კავკასიური წარმოშობის მოღვაწეების შესახებ მოიპოვა. ქართველოლოგმა მეცნიერმა, შალვა ჭკადუას მისი ავტორობით გამოცემული წიგნი, ,,ქართველები სეფიანთა  ირანში"  საჩუქრად გადასცა.  ,,დიდი ინტერესით გავეცანით ყველა სიახლეს, რაც იაპონელი პროფესორის კვლევებშია ქართველი მოღვაწეების შესახებ. ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, მისი დაინტერესება ქართული ენითა და ჩვენი უნივერსიტეტით. სამომავლო თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმებზე ვისაუბრეთ, რაც ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იქნება"- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორმა, ჭკადუამ.

იაპონელი პროფესორი, ჰიროტაკე მაედა საქართველოში 1995 წელს პირველად ჩამოვიდა. შემდგომში, მკვლევარი, 2 წლის განმავლობაში, თბილისში, აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში მუშაობდა. ჰიროტაკე მაედა, ქართულის გარდა, ფლობს სპარსულ და ინგლისურ ენებს, კითხულობს რუსულად, ფრანგულად და სომხურად.

 
მნახველთა რაოდენობა: 849
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.