იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
ოჯახური ძალადობის თემაზე თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან დისკუსია გაიმართა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე, საგანამანათლებლო ლექცია მოისმინეს. ლექცია- დისკუსიას ორგანიზაცია ,,უფლებები საქართველოში" წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ადვოკატებმა, ჯუმბერ მაილაშვილმა და თამარ ჯეირანაშვილმა, სტუდენტებს  საქართველოს კანონმდებლობაში შეტანილი სიახლეები გააცნეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.

თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები, გენდერული თანასწორობის, ოჯახური ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე ინფორმაციას სხვადასხვა ორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებებიდან, ინტენსიურად იღებენ.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1460
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.