იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი სტუმრად კახეთის ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ლაგოდეხისა და თელავის მუნიციპალიტეტების ეთნიკური აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებს ესტუმრნენ.

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბლის აზერბაიჯანულ და თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალის  საჯარო სკოლებში, უნივერსტეტის რექტორის მოადგილე, სამეცნიერო დარგში, ნუნუ გელდიაშვილი და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, შორენა ლაზვიაშვილი, სკოლების დირექციისა და XI-XII კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრაზე, უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა, ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის, როლსა და არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის, მისი ცოდნის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. მათ დეტალურად გააცნეს მოსწავლეებს უნივერსიტეტში მოქმედი ,,ქართულ ენაში მომზადების" პროგრამის მიზნები და ამოცანები; ასევე წარუდგინეს საბაკალავრო პროგრამები, რომლებზეც მათ უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ. შეხვედრა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა.

კახეთის რეგიონის ეთნიკური უმცირესობებით  დასახლებულ სოფლებში, ქართულ ენაში მომზადების პროგრამის პოპულარიზაციას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მომავალშიც გააგრძელებს.

 

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1008
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.