იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტს, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ილია მართლის სახელობის ყვარლის გიმნაზიის უფროსკლასელები ესტუმრნენ. მოსწავლეებმა უნივერსიტეტის განახლებული ინფრასტრუქტურა, კაბინეტ-ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს. უნივერსიტეტის რექტორთან, შალვა ჭკადუასთან შეხვედრის შემდეგ, სტუმრებმა ფაკულტეტები მოინახულეს და აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამების შესახებ, ინფორმაცია მიიღეს. ყვარლის გიმნაზიის წარმომადგენლები, უნივერსიტეტის სტუდენტებსაც შეხვდნენ და გიმნაზიაში, სტუდენტურ რეჟიმზე მორგებული დასაქმების პერსპექტივაზე ესაუბრნენ. სტუდენტებისა და გიმნაზიის წარმომადგენლების შეხვედრას ესწრებოდა უნივერსიტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის აკადემიური პერსონალი, რომელმაც გიმნაზიასთან შემდგომი თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- სიახლე
- სწავლა
- კვლევა
- ფაკულტეტები
- სამსახურები და სერვისები
- რექტორის აპარატი
- ინფორმაციული ტექნოლოგიების სამსახური
- საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური
- საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური
- იურიდიული სამსახური
- მატერიალური რესურსების მართვის სამსახური
- საფინანსო სამსახური
- კანცელარია
- კულტურის კორდინატორი
- სპორტის კოორდინატორი
- საგამოცდო ცენტრი
- ბიბლიოთეკა
- პროფესიული განათლების ცენტრი