იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი სტუდენტებს შეხვდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორსა და სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს შორის, პირველი შეხვედრა შედგა. შალვა ჭკადუამ, რომელიც უნივერსიტეტის რექტორად რამდენიმე თავის წინ აირჩიეს, სტუდენტებს სასწავლო და სტუდენტური ცხოვრების მიმართულებით არსებული პრობლემების შესახებ გამოჰკითხა. რექტორმა, სტუდენტებს, მთელი რიგი საკითხების გადაჭრის გზების თაობაზე, მოსაზრებების გაზიარება და მუდმივი დიალოგი შესთავაზა.

,,ბევრ თქვენგანს ვიცნობ, როგორც პედაგოგი, მაგრამ ახლა მინდა, როგორც რექტორი, გესაუბროთ თქვენთვის საინტერესო საკითხებზე. მაინტერესებს, რა გაწუხებთ, რა პრობლემებს აწყდებით და თქვენი მოსაზრებები მოვისმინო, როგორ გესახებათ მათი გადაჭრა. თქვენ ხართ ჩვენი მთავარი საზრუნავი, მთავარი საყრდენი, ამიტომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია გულწრფელი საუბარი, თქვენი მოსაზრებები სხვადასხვა საკითხზე და სტუდენტების ჩართულობა უნივერსიტეტში მიმდინარე პროცესებში. დარწმუნებული ვარ, ყოველთვის შევძლებთ საერთო ენის გამონახვას და მუდმივი დიალოგის რეჟიმში ვიქნებით" - მიმართა შალვა ჭკადუამ სტუდენტებს.

შეხვედრა რექტორთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტები, რექტორს, სასწავლო პროცესის ირგვლივ ეკითხებოდნენ და საკუთარ ხედვასაც აფიქსირებდნენ. შეხვედრები, უნივერსიტეტის რექტორსა და სტუდენტებს შორის, მომავალშიც გაგრძელდება.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1538
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.