იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
იუსტიციის სამინისტრო თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა. სამინისტროს ევროკავშირის სამართლის დეპარტამენტის თანამშრომელი, ნინო ლობანიძე, უნივერსტეტის სხვადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებს, ევროკავშირში ინტეგრაციის სამართლებრივ ასპექტებზე ესაუბრა.

ლობანიძემ აუდიტორიას მიწოდა ინფორმაცია, რა ეტაპზეა საქართველო, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში, რა როლი და ფუნქცია აქვს ამ მიმართულებით, იუსტიციის სამინისტროს და კიდევ, რა სამართლებრივი პროცედურებია შესასრულებელი, გაწევრიანების გზაზე.

შეხვედრას, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, შალვა ჭკადუაც ესწრებოდა.

შეხვედრები სტუდენტებთან, ევროკავშირში გაერთიანების სამართლებრივ ასპექტებზე, გორის, ქუთაისისა და ბათუმის უნივერსტეტებშიც ჩატარდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1086
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.