თესაუში ქართული ენის კვირეული სამეცნიერო კონფერენციით დასრულდა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ენის კვირეულის ფარგლებში, ქართული ენის სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა. კონფერენცია სახელწოდებით, ,,ენათა განვითარების აქტუალური ტენდენციები და პერსპექტივები გლობალურ მსოფლიოში", უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ორგანიზებით ჩატარდა.

სხვადასხვა  ფაკულტეტის  პროფესორებმა, ნინო გიორგაძემ, ნინო ძამუკაშვილმა, ნუნუ გელდიაშვილმა, ნინო კოჭლოშვილმა, ცისანა მოდებაძემ, სედა ასატუროვამ, მარიამ ზაქარიშვილმა, ელენე ფილაშვილმა, მადონა ქებაძემ, მანანა ღარიბაშვილმა, ია რჩეულიშვილმა და ნინო გოგიაშვილმა, კონფერენციაზე, სხვადასხვა თემატიკის მოხსენებები წარადგინეს და ლიტერატურისა და ენის საკითხებზე იმსჯელეს.

ქართული ენის კვირეულის ფარგლებში, უნივერსიტეტში სხვადასხვა სახის ღონისძიებები ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 839
 
 
 
 
2023 ოქტომბერი
1

3

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2023 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.