იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტის მემორანდუმი უნგრეთის უნივერსიტეტთან

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობისა და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების უნივერსიტეტს შორის, მემორანდუმი გაფორმდა.

ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ და უნგრეთის უნივერსიტეტის მხრიდან, საერთაშორისო და საგარეო ურთიერთობათა გენერალური დირექტორატის უფროსმა, დევიდ ბენჯიკმა მოაწერეს ხელი.

მემორანდუმის თანახმად, მხარეები საერთაშორისო დონეზე აკადემიურ თანამშრომლობასა და სამეცნიერო სფეროში ერთობლივ საქმიანობაზე შეთანხმდნენ.

ხელმოწერის ცერემონიალს უნგრეთის საელჩოში, უნგრეთის ელჩი, ანა მარია შიკო ესწრებოდა.

უნივერსიტეტები ერთმანეთთან ხუთი წლის განმავლობაში ითანამშრომლებენ.

 
მნახველთა რაოდენობა: 831
 
 
 
 
2024 მარტი

2

5

6

8

9

10

11

12

13

15

16

20

22

23

24

26

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.