იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტი აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდა

აკაკი წერეთლის სახელობის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაშიმომავლის მეცნიერები“, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტი მონაწილეობდა. lI კურსის სტუდენტმა, რამაზ დათუაშვილმა, კონფერენციის მონაწილეებს კვლევებზე დაფუძნებული სამეცნიერო სტატია "ბეგქონდარა- ძვირფასი ეთერზეთოვანი ნედლეული და მისი მნიშვნელობა ადამიანთა ყოფაში" წარუდგინა. რამაზ დათუაშვილს, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი, ლალი ელანიძე ხელმძღვანელობდა. ნაშრომის წარმატებით პრეზენტაციისათვის, რამაზ დათუაშვილს გადაეცა ნაშრომების კრებული, სადაც თავად სტუდენტისა და მისი ხელმძღვანელის სამეცნიერო სტატიებია გამოქვეყნებული. კონფერენციის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, კონფერენციაში მონაწილე თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სტუდენტი და პროფესორი სპეციალური სიგელებით დაჯილდოვდნენ. კონფერენციის დასასრულს, ყველა მონაწილესკონფერენციის მონაწილის სერთიფიკატიგადაეცა.

 
მნახველთა რაოდენობა: 2383
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.