იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტის სტუდენტები უზენაეს სასამართლოს ესტუმრნენ

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტები საქართველოს უზენაეს სასამართლოში იმყოფებოდნენ. სასწავლო ექსკურსიის ფარგლებში, სამართალმცოდნეობის სპეციალობის სხვადასხვა კურსის სტუდენტებმა, მართლმსაჯულების მუზეუმი, სხდომათა დარბაზები დაათვალიერეს და სასამართლოს კომპეტენციების შესახებ, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლეს, თამარ ზამბახიძეს ესაუბრნენ.

შეხვედრა მოსამართლესთან კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სასწავლო ექსკურსიას სამართალმცოდნეობის სპეციალობის სტუდენტებისათვის, სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის დეკანი, თამარ თამარაშვილი ხელმძღვანელობდა.

 

 
მნახველთა რაოდენობა: 1840
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.