იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორის ორგანიზებით, თელავის საჯარო სკოლაში კონფერენცია ჩატარდა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორის, მარიამ ზაქარიაშვილის ორგანიზებით, ინტეგრირებული სასკოლო კონფერენცია ჩატარდა.

კონფერენცია თელავის სახელმწიფო უნივერისტეტსა და თელავის N 5 საჯარო სკოლას შორის გაფორმებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა.

სასკოლო კონფერენცია, სახელწოდებით, "ბუნება მათემატიკის ენით გვესაუბრება - სესია II" სწავლების საფეხურების შესაბამისად, სამ სექციად წარიმართა, რაც სხვადასხვა საგნობრივ სფეროებში მათემატიკის ინტეგრაციას დაეფუძნა.

მოსწავლეებმა მათემატიკის, ტექნოლოგიების, საბუნებისმეტყველო და ხელოვნების სფეროებიდან მრავალფეროვანი, ინტეგრირებული ნამუშევრები წარადგინეს.

კონფერენციას სკოლის მასწავლებლები, სხვადასხვა კლასის მოსწავლეები, მოსწავლეთა მშობლები ესწრებოდნენ.

კონფერენციის დასასრულს, კონფერენციის ყველა მონაწილეს, სამახსოვრო სერტიფიკატები, დიპლომები და მადლობის ფურცლები გადაეცა.

კონფერენციის ორგანიზატორი, უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, მარიამ ზაქარიაშვილი, N 5 საჯარო სკოლის მათემატიკისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების პედაგოგი და მათემატიკის კათედრის გამგის პოზიციასაც იკავებს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1319
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.