თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებმა ბაკალავრიატის დასრულება აღნიშნეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებმა ბაკალავრიატის დასრულება ქუდების აყრით აღნიშნეს.

ცერემონიალი უნივერსიტეტის წინ შედგა, სადაც ლოგოთი გაფორმებულ მანტიებში გამოწყობილმა, სხვადასხვა სპეციალობის სტუდენტებმა, ბაკლავრიატის დამთავრება რექტორთან და აკადემიურ პერსონალთან ერთად იზეიმეს.

უნივერსიტეტის ახლადარჩეულმა რექტორმა, შალვა ჭკადუამ , კურსდამთავრებულებს წარმატებები უსურვა და სამომავლო თანამშრომლობის სურვილიც გამოთქვა.

" რექტორის რანგში ეს პირველი ფაქტია, როცა კურსდამთავრებულებს მივმართავ. მუდმივად მიგულეთ თქვენს მეგობრად და მოკავშირედ. ლოგო, რომელიც თქვენს მანტიებზეა დატანილი , ვისურვებ ძირს არასოდეს დაუშვათ"-განაცხადა ჭკადუამ.

საზეიმო ღონისძიება უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ორგანიზებით გაიმართა.

 
მნახველთა რაოდენობა: 426
 
 
 
 
2023 ოქტომბერი
1

3

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2023 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.