იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა კერძო სამართლის იმიტირებულ სასამართლო კონკურსში გაიმარჯვეს.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერისტეტის სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა სასამართლო კონკურსში პირველი და მეორე ადგილები დაიკავეს.

სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტმა, მარიამ მამნიაშვილმა სამოქალაქო კანონმდებლობის აკადემიური პოსტერებისა და ესეების კონკურსში , პირველი ადგილი მოიპოვა, ხოლო იმიტირებული სასამართლო პროცესის მოწყობისათვის, სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტებმა, თინათინ ბაღათრიშვილმა, მარიამ მამნიაშვილმა და მეორე კურსის სტუდენტმა, ქეთი ნათათრიშვილმა, მეორე საპრიზო ადგილი დაიკავეს.

საკონკურსო პერიოდში სტუდენტებს, სამართლის დოქტორი, პროფესორი მარინა კვაჭაძე, ასოცირებული პროფესორი, სალომე ჭელიძე და  ასოცირებული პროფესორი, თამარ ჩიტოშვილი  ხელმძღვანელობდნენ,  ხოლო რეკომენდაციებით სარჩელების შედგენის პროცესში, კონკურსანტებს  მოწვეული პედაგოგი, ჯუმბერ მაილაშვილი ეხმარებოდა.

კერძო სამართლის იმიტირებული სასამართლო კონკურსი USAID/Georgia სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1822
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.