იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის უნივერსიტეტის კიდევ ერთი წარმატება - აგრარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა რუსთაველის ფონდის გრანტი მოიპოვა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რუსთაველის ფონდის საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა და თემაზე: ,, მეცნიერება აგრარული დარგის მომავალი“დაფინანსება მიიღო.

პროექტის მიზანია შეხვედრების სრულიად ახალი, შეცვლილი ფორმატით განხორციელდეს სამეცნიერო კომუნიკაცია აგრარული დარგის წარმომადგენლებსა და უნივერსიტეტის პროფესორებს შორის.

ასევე პროექტი ემსახურება აგრარული დარგის ბიზნესსა და ფერმერთა შორის კომუნიკაციის გაძლიერებას, არსებული ინოვაციების რეალურ საქმიანობაში დანერგვას.

ყველა მეცნიერულ სიახლესა და დარგის ინოვაციებს, პროექტის სამიზნე ჯგუფებს სიახლეებზე პატენტის მფლობელი, კვლევით სფეროში შესაბამისი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მქონე, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი მიაწვდის.

პროექტში ჩართულია საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, რომელთანაც ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უკვე გაფორმებულია.

გამარჯვებული პროექტი პირველია, რომელიც ფერმერებთან და აგრარული დარგის ბიზნესის წარმომადგენლებთან, მსგავსი ფორმატის შეხვედრებს, ასევე ფერმერთა ასოციაციასთან შემდგომი თანამშრომლობის პერსპექტივებს მოიცავს.

პროექტი 2023 წლის 1 ნოემბერს დაიწყება და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 2716
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.