იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი პროექტ DITECH-ის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების უნივერსიტეტებთან ერთად, ევროკავშირის „ერაზმუს+“-ის პროექტის ფარგლებში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა.

DITECH-ის საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია „ციფრული ტექნოლოგიები განათლებაში“ და DITECH-ის კონსორციუმის შეხვედრა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა.

სამეცნიერო-პრაქტიკული ხასიათის კონფერენცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და ზოგად საგანმანათლებლო სისტემაში, ციფრული ტექნოლოგიების სწავლების, დანერგვისა და მდგრადი განვითარების პერსპექტივებს ეხებოდა.

კონფერენციის მუშაობაში, თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის გარდა, ესტონეთის, ლიტვის, ირლანდიის უნივერსიტეტები და და საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლები მონაწილეობდნენ.

კონფერენციაზე ქართველი და ევროპელი კოლეგების მიერ განხილული თემები და აკადემიური დისკუსია, ციფრული ტექნოლოგიების სწავლებასა და სასწავლო პროცესში მათ ეფექტურად გამოყენებას შეუწყობს ხელს.

კონსორციუმის შეხვედრაზე, პროექტის მონაწილე ქართულმა და ევროპულმა უნივერსიტეტებმა, სამუშაო გეგმით გათვალისწინებულ საკითხებზე იმსჯელეს და კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრისთვის მომზადება დაიწყეს.

კონსორციუმის დასკვნითი შეხვედრა, ტალინის უნივერსიტეტში, ნოემბრის დასაწყისში გაიმართება.

 
მნახველთა რაოდენობა: 2800
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.