იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ფსიქოლოგიური კონსულტაციის ცენტი გაიხსნა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტში, ევროკავშირის ერაზმუს+ საერთაშორისო პროექტ E-PSY ფარგლებში სტუდენტთა ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრი იმუშავებს.

ამავე პროექტის ფარგლებში , ცენტრის გახსნის პარალელურად, თელავის სახელმწიფო უნივერსიტში, საერთაშორისო კონფერენცია "სტუდენტთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა და მენტალური ჯანმრთელობის საკითხები“, ჩატარდა.

ღონისძიებას საქართველოსა და ევროპის სხვადასხვა ქვეყნების ცნობილი ფსიქოლოგები, მკვლევარები და მეცნიერები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე იმყოფებოდნენ იტალიელი და პოლონელი მეცნიერები, დანიელ პოპა, ირენა კუდლინსკა და რობერტ ლაქსი, მონაწილეებისათვის ონლაინ- ჩართვები განახორციელეს ცნობილმა ქართველმა ფსიქოლოგებმა, ნათია ფანჯიკიძემ და თამარ გაგოშიძემ.

უნივერსიტეტში კონფერენციას ესწრებოდა, განათლების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ნინო წერეთელი.

კონფერენციაზე სტუდენთა ფსიქოლოგიური რეაბილიტაციის, კომუნიკაციის უნარების გაუმჯობესების, მენტალური ჯანმრთელობის ხელშეწყობის და სხვა თემებზე იმსჯელეს.

 
მნახველთა რაოდენობა: 1840
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.