იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

    იაკო გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში შეკრებილ სტუდენტებს, რექტორმა, შალვა ჭკადუამ მიმართა.

  ,,მოხარული ვარ, რომ განათლების მისაღებად სწორედ თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი აირჩიეთ და თქვენი საუკეთესო წლების გატარებას, ჩვენთან აპირებთ. მე ვისურვებდი, რომ კარიერული წინსვლაც ამ უნივერსიტეტს დაუკავშიროთ. სტუდენტური ცხოვრება უნდა ჩქეფდეს და მე გპირდებით, რომ ასე იქნება. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ თელავი გახდეს საუნივერსიტეტო ქალაქი და ახალგაზრდობისათვის მიზიდულობის მთავარი ცენტრი" - განაცხადა შალვა ჭკადუამ.

   ახალი სასწავლო წლის დაწყება, უნივერსიტეტის სტუდენტებსა და პროფესორ-მასწავლებლებს, თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან ანდრიაშვილმა მიულოცა.

  ,,თქვენ ახლა გაქვთ საუკეთესო, შემოქმედებითად თავისუფალი, ყველაზე წარმატებული წლები. ძალიან კარგია, რომ თელავში სწავლობთ. მინდა მადლობა ვუთხრა, როგორც უნივერსიტეტის პედაგოგებს, ასევე სტუდენტებს. თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი ერთადერთი უმაღლესი სასწავლებელია რეგიონში და მას გაფრთხილება სჭირდება" - განაცხადა ანდრიაშვილმა.

   ღონისძიებას თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თენგიზ მთვარელიშვილიც ესწრებოდა, რომელმაც სტუდენტებს წარმატებები უსურვა.

      სტუდენტებს უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი დავით მაისურაძეც მიესალმა და ისინი რამდენიმე დღეში დაგეგმილ წვეულებაზე მიიწვია. 

  ახალი სასწავლო წლის დაწყებას, თელავის სახელმწიფო უნივერსტეტი, განახლებული ინფრასტრუქტურითა და აუდიტორიებში ახალი ინვენტარით შეხვდა.

       მიმდინარე სასწავლო წელს, უნივერსიტეტში, გასულ წელთან შედარებით მეტი, 350- მდე სტუდენტი ჩაირიცხა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1680
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.