იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
თელავის სახელწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების კიდევ ერთი წარმატება.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის სპეციალობის სტუდენტები „მართლმსაჯულების სახლის" USAID- ის სამართლის უზენაესობის პროგრამაში მონაწილეობდნენ.

სოციალურ მეცნიერებათა, ბიზნესისა და სამართლის ფაკულტეტის, სამართლის სპეციალობის ხუთმა სტუდენტმა, პროექტის დასკვნით ღონისძიებაზე, მოხსენებები წარადგინა.

სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი, ქეთი ნათათრიშვილი, ერთ- ერთ საუკეთესო გამომსვლელად დასახელდა და მონაწილეებს შორის მხოლოდ ის, თბილისში, ცნობილ საადვოკატო ბიუროში პრაქტიკის გასავლელად მიიწვიეს.

დასკვნით ღონისძიებაში მონაწილეობდნენ, სამართლის სპეციალობის მესამე კურსის სტუდენტი, ამირან ხუციშვილი და სამართლის სპეციალობის მეოთხე კურსის სტუდენტები, სალომე სისაური, ნიკა ბებოშვილი და მარიამ მამნიაშვილი, რომლებსაც შესაბამისი სერთიფიკატები გადაეცათ .

პროექტი მიზნად ისახავდა მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებისთვის მოქმედი და მომავალი იურისტების, პროფესიონალების პრაქტიკული უნარ-ჩვევების ამაღლებას.

სტუდენტებთან ერთად, პროექტის დასრულების აღასნიშნავ კონფერენციას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის ფაკულტეტის დეკანი თამარ თამარაშვილი ესწრებოდა.

სასწავლო პროგრმაში მონაწილეობა მიიღო 69 მონაწილემ, სამართლის ფაკულტეტის სტუდენტებმა, ასევე იურისტებმა რომლებმაც გაიარეს კომპლექსური პრაქტიკული სწავლების კურსი ,,იურიდიული ეთიკა და პრაქტიკული უნარ -ჩვევები’. პროგრამა მოიცავდა 7 კონკრეტულ სფეროს როგორც საჯარო, ასევე კერძო სამართლის , საკონსტიტუციო და საერთაშორისო სასასამართლოს პრაქტიკის გაცნობას, ფსიქოლოგიის, მედიაციის, კომუნიკაციის ხელოვნების, დიპლომატიისა და მოლაპარაკების ხელოვნების დაუფლებას .

 
მნახველთა რაოდენობა: 1516
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.