იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
უანგარო დონორობის აქცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის თანამშრომლებმა და სტუდენტებმა, მძიმე ავადმყოფებისათვის სისხლი უანგაროდ გაიღეს.

უანგარო დონორობის აქციაში მონაწილეობა მიიღო უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ .

" როცა შეგვიძლია რომ თუნდაც ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინო, ეს აუცილებლად უნდა გააკეთო. ამ შემთხვევაში , საქმე ეხება ისეთ ადამიანებს, რომლებსაც გადაუდებლად სჭირდებათ სისხლი, ამიტომ ყველა, ვისაც სისხლის გაღება შეუძლია, ჩემი აზრით ჩართული უნდა იყოს ამ პროცესში"- განაცხადა ჭკადუამ.

უანგარო დონაციაში ჩაერთნენ უნივერსიტეტის სხავადასხვა ფაკულტეტის სტუდენტებიც, რომლებმაც ავადმყოფების დასახმარებლად, სისხლი ჩააბარეს.

აქცია თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თბილისის მერიას დაქვემდებარებულმა სისხლის გადასხმის სადგურმა ჩაატარა.

 
მნახველთა რაოდენობა: 2360
 
 
 
 

2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.