იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
"კულტურათაშორისი დიალოგები"- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეშვიდე საერთაშორისო კონფერენცია გაიხსნა

იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია " კულტურათაშორისი დიალოგები" მიმდინარეობს.

სამეცნიერო კონფერენცია, უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

" კონფერენცია ტრადიციად იქცა და თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ სამეცნიერო წრეებში დამკვიდრდა, როგორც ავტორიტეტული საერთაშორისო კონფერენცია"- განაცხადა ჭკადუამ.

ღონისძიების მონაწილეებს, თესაუს რექტორის მოადგილემ და კონფერენციის ორგანიზატორმა, ნუნუ გელდიაშვილმა, ამერიკის კინ სთეით კოლეჯის პროფესორმა, შერლი ვეიდ მაკლოულინმა, იაპონიის დოკიუს უნივერსიტეტის პროფესორმა, ჯონ ვენდელმა და ქართველოლოგმა, ჰარუნ ჩიმქემ მიმართეს.

პროფესორმა ჰარუნ ჩიმქემ, უნივერსიტეტის რექტორს, შალვა ჭკადუას ჭაბუა ამირეჯიბის " დათა თუთაშხიას"საკუთარი თარგმანი გადასცა.

კონფერენციაზე 6 სექცია იმუშავებს. მისი დამსწრეები სხვადასხვა მიმართულების ვორკშოპებსა და ტრენინგებში მიიღებენ მონაწილეობას.

სამეცნიერო კონფერენცია 29 ოქტომბრამდე დაგეგმილი აქტივობებით გაგრძელდება და დასასრულს, ყველა მონაწილეს შესაბამისი სერთიფიკატი გადაეცემა.

კონფერენციის მონაწილეები შეხვედრას ძველი თელავის ტურით დაასრულებენ.

საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია "კულტურათაშორისი დიალოგები" თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

 
მნახველთა რაოდენობა: 1703
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.