იაკობ გოგებაშვილის სახელობის
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
IAKOB GOGEBASHVILI TELAVI
STATE UNIVERSITY
შეხვედრა მეცნიერთან"- თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფორუმი გაიმართა

მსოფლიო მეცნიერების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, ზაურ გუმაშვილმა, საკუთარი წიგნი წარადგინა.

წიგნს "ჩრდილო- კავკასიის ხალხთა ისტორია - უძველესი დროიდან - XVსაუკუნის ჩათვლით" , უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, სტუდენტები და მოწვეული სტუმრები გაეცნენ.

ფორუმი "შეხვედრა მეცნიერთან" უნივერსიტეტის რექტორმა, შალვა ჭკადუამ გახსნა და კავკასიის ხალხთა ისტორიის კვლევის მიმართულებით, ზაურ გუმაშვილის დამსახურებაზე ისაუბრა.

წიგნის ავტორსა და დამსწრე საზოგადოებას მიესალმა კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, რომელმაც გაწეული შრომისა და სხვა დამსახურებებისათვის, ზაურ გუმაშვილს მადლობა გადაუხადა.

ფორუმი " შეხვედრა მეცნიერთან", უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა.

 
მნახველთა რაოდენობა: 1179
 
 
 
 
2024 მაისი
1

3

4

5

6

7

8

9

10

11

12

13

14

15

16

17

18

19

20

21

22

23

24

25

26

27

28

29

30

31


2024 © თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
ყველა უფლება დაცულია.